საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, ადამიანის უფლებათა კომისრის აპარატის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი და მრჩეველი რომერ ლემეტრი ესწრებოდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე, მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მზაობა გამოთქვეს. ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები