“ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა – ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, თავის ამომრჩეველს და არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ოპოზიციას თავი კინოში ჰგონიათ, ყველაფერს უყურებენ, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რომელიც მათ სჭირთ. ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.