2026 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 320.6 მლნ აშშ დოლარი (871.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.8% -ით (28.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მარტში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 145.6 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 10.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მარტში აშშ-დან 10.9%-იანი, ხოლო ისრაელიდან 25.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, მოცულობამ, შესაბამისად, 61.0 და 26.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.7 მლნ აშშ დოლარი (99.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის მარტის (32.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5 % -ით მეტია.