ირანი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის საპასუხოდ სასაზღვრო ვაჭრობას აძლიერებს

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ისკანდარ მომენიმ, სასაზღვრო პროვინციების ხელისუფლებას დაავალა, აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შედეგები საზღვრისპირა ვაჭრობის გაძლიერებით გაანეიტრალონ.

„ეკონომიკისა და ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროებთან და სასაზღვრო ვაჭრობაში ჩართულ სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, მათ უნდა შეუწყონ ხელი აუცილებელი საქონლის იმპორტს, გაანეიტრალონ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის საფრთხე და მტერი ბიზნესიდან გამოეთიშონ“, – განაცხადა მინისტრმა ირანის მთავრობის საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო პროვინციების გუბერნატორებმა სასაზღვრო ვაჭრობის გასაძლიერებლად და გასაზრდელად ყველა შესაძლო საშუალება უნდა გამოიყენონ.

ცნობისთვის, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებები ისლამაბადში 11 აპრილს მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აპრილის ღამეს გამოაცხადა, რომ მან თეირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

თუმცა, 12 აპრილის დილისთვის, აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შემდეგ ტრამპმა ირანის პორტებში შემავალი და გამავალი ყველა გემის საზღვაო ბლოკადის დაწესება გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები