ერაყში „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მაღალი რანგის წევრი მოკლეს
ბაღდადის სამხრეთით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად შიიტური დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მაღალი რანგის წევრი დაიღუპა, – ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ კატარის „ალ ჯაზირას“ განუცხადა.
„ერაყში „კატაიბ ჰეზბოლას“ მაღალი რანგის წევრი ბაბელის პროვინციაში, სოფელ ალ-ისკანდარიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა“, – განაცხადა წყარომ.
არხი არ აკონკრეტებს, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.