მედია: აზერბაიჯანმა ირანის საზღვარზე ჯარები განალაგა და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

აზერბაიჯანმა ირანის საზღვარზე ჯარები განალაგა და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media დამოუკიდებელ მედიასაშუალება Qazetch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Qazetchi-ს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ

ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად არც დაადასტურა და არც უარყო აღნიშნული ინფორმაცია.

როგორც მედია იუწყება, სამხედროებისთვის გაუქმდა შვებულებები, საზღვარზე კი დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების საწინააღმდეგო სისტემები განალაგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები