შალვა პაპუაშვილი – „გრანტების შესახებ“ კანონზე: ცვლილებების ამ პაკეტს შეგვიძლია ვუწოდოთ დემოკრატიის დაცვის აქტი

ცვლილებების ამ პაკეტს ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ დემოკრატიის დაცვის აქტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ „გრანტების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს გარედან ხელოვნური იდეოლოგიების თავსმოხვევა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა.

„ცვლილებების ამ პაკეტს ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ დემოკრატიის დაცვის აქტი, რომლის მთავარი მიზანი არის დემოკრატიის დაცვა. დემოკრატია, ეს არის ხალხის მიერ საკუთარი ქვეყნის მართვა, სწორედ ამას უზრუნველყოფს ეს ცვლილებები, რომ არ მოხდეს გარედან ხელოვნური იდეოლოგიების თავსმოხვევა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა. სუვერენიტეტზეა საუბარი, რაც აღმოჩნდა, რომ თურმე დღეს დასაცავი გვქონია იმ ჯგუფებისგან, რომლებიც ჩვენ აქამდე პარტნიორად გვყავდა, რომელთაც ყველანაირი შესაძლებლობა მივეცით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ზოგიერთმა ეს უფლება გაიგო, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, კედელი ამ ფერად უნდა შეიღებოს, თუ სხვარიგად და ა.შ. ანუ, ჩვეულებრივად, ოჯახში შემოვუშვით და ამ ოჯახში შემოშვებულებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ აქ უნდა იყვნენ უფროსები. რატომ გვეჩრებიან შიდა საქმეებში?! – რაღაცას არ ვაკმაყოფილებთ, თქვან, რომ არ აკმაყოფილებთ და რაღაც ეტაპზე არ გადადიხართ. ამის იქით, რატომ უნდა შემოვიდნენ აქ და აფინანსონ პოლიტიკური ჯგუფები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები