მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთი არ გამორიცხავს ირანზე დარტყმებში მონაწილეობას და ახლო აღმოსავლეთში ახალი ძალების განლაგებას, – ამის შესახებ პორტალი iPaper წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„დიდი ბრიტანეთი არ გამორიცხავს ჯარების ახლო აღმოსავლეთში განლაგებას ან ირანზე დარტყმებში მონაწილეობას“, – წერს გამოცემა.

აღნიშნულია, რომ ამჟამად რეგიონში ბრიტანული ჯარების ყოფნის გაზრდის გეგმები არ არსებობს, თუმცა „ყველა ვარიანტი ღია რჩება“.

კერძოდ, ლონდონი განიხილავს ჰორმუზის სრუტეში გამავალი კომერციული გემების სამხედრო ესკორტით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, მიუხედავად ლონდონის ნებართვისა, აშშ-ს ირანზე თავდასხმებისთვის ბრიტანული ბაზები ჯერ არ გამოუყენებია. პორტალი წერს, რომ ბრიტანული ბაზები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება. ესენია ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიას კუნძულზე განთავსებულ ბრიტანულ ბაზას და გლოსტერშირში მდებარე სამეფო საჰაერო ძალებს – ფერფორდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები