საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ თელავში გამართულ A ლიგის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში, ახალციხის „ახალციხე“ თელავის „ბურჯს“ დაუპირისპირდა. “საინტერესო და სანახაობრივი თამაში ახალციხის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 100:97 დასრულდა.
საკალათბურთო მატჩს ახალციხელ გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი დაესწრნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გუნდს მორიგ გამარჯვებას ულოცავს და ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს უსურვებს”,- წერია ინფორმაციაში.