თეთრმა სახლმა მინეაპოლისში მომხდარ სროლაში დემოკრატები დაადანაშაულა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა მინეაპოლისში მომხდარ ბოლო სროლაში, სადაც უსაფრთხოების ოფიცერმა მიგრანტებზე თავდასხმის დროს მამაკაცი მოკლა, დემოკრატები დაადანაშაულა.
„ეს ტრაგედია მინესოტას დემოკრატი ლიდერების მიერ კვირების განმავლობაში განხორციელებული განზრახ და მტრული წინააღმდეგობის შედეგად მოხდა. გუბერნატორი უოლცი, მერი ჯეიკობ ფრეი და სხვა დემოკრატები ავრცელებენ ტყუილს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ყოველდღიურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს, რათა ჩვენი ქუჩებიდან ყველაზე საშიში დამნაშავეები – მკვლელები, მოძალადეები, პედოფილები, ადამიანებით მოვაჭრეები და ბანდების წევრები – გაათავისუფლონ“, – აღნიშნა ლევიტმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაუხსნეს. ეს შტატში სამართალდამცველების მხრიდან ჩატარებული ოპერაციის დროს მომხდარი მეორე სასიკვდილო სროლაა. მანამდე მსგავსი შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.