ზაზა ლომინაძე – 7 500-მდე მედიკამენტზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი საქართველოში, რასაც ბოლო 2-3 წელიწადში მიაღწია საქართველოს მთავრობამ, რჩება კიდევ დაახლოებით 3 000-მდე მედიკამენტზე დასაწესებელი რეფერენტული ფასი და მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა შემომტანმა, მწარმოებელმა გამოთქვა მზაობა ამ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებაზე, რაც მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს მოსახლეობას
დაახლოებით, 7 500-მდე მედიკამენტზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი საქართველოში, რასაც ბოლო 2-3 წელიწადში მიაღწია საქართველოს მთავრობამ, რჩება კიდევ დაახლოებით 3 000-მდე მედიკამენტზე დასაწესებელი რეფერენტული ფასი და მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა შემომტანმა, მწარმოებელმა გამოთქვა მზაობა ამ დანარჩენ მედიკამენტებზეც რეფერენტული ფასების დაწესებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიაც შეიკრიბება.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მთავრობის, პარლამენტის ჩართულობით, რომელსაც ესწრებოდნენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სადისტრიბუციოების წარმომადგენლები. გამოითქვა არაერთი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივაღწიოთ მედიკამენტების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას საქართველოს მოქალაქეებისათვის. მოგეხსენებათ, დაახლოებით, 7 500-მდე მედიკამენტზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი საქართველოში, რასაც ბოლო 2-3 წელიწადში მიაღწია საქართველოს მთავრობამ. რჩება კიდევ დაახლოებით 3 000-მდე მედიკამენტზე დასაწესებელი რეფერენტული ფასი და მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა შემომტანმა, მწარმოებელმა გამოთქვა მზაობა ამ დანარჩენ მედიკამენტებზეც რეფერენტული ფასების დაწესებაზე. ეს მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიღწევამ რეფერენტული ფასისა და ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვით, დაახლოებით, 45 %-მდე თანხა დაუზოგა მოქალაქეებს. ეს იყო პირველი შეხვედრა, დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები, საპარლამენტო კომისია შეიკრიბება ასევე მომავალ კვირაში და ერთობლივად აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა,“ – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.