ლევან ჟორჟოლიანი: სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება. ამას სჭირდება მუშაობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში

შეხვედრა იყო მედიკამენტების, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება, ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში.

„სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, კომისიამ გააფართოვა თავისი მანდატი ორი მიმართულებით, ესენია მედიკამენტები და საწვავი. შეხვედრა იყო მედიკამენტების წარმომადგენლებთან, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში და საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თითოეულ მოქალაქეს სოციალური ხარჯი“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები