ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.