შსს: წინა წელთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლება შეინიშნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით 2014 წლის სექტემბრის თვეში რეგისტრირებულია 2426 დანაშაული, აქედან 1619 გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია – 66,74%. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო –პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -12,45 %. http://police.ge შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 19787 დანაშაული, აქედან 12529 გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია – 63,32%.
წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,55 %.