გიორგი ვოლსკი: საქართველოს მთავრობა ავითარებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას – ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ

“საქართველოს მთავრობა ავითარებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას – ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„დააკვირდით, რაში მდგომარეობს დღეს ევროკავშირის ინტერესი – როგორმე გააკეთოს ისე, რომ იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც ჩაერთვებიან პროქსი ომსა და დაპირისპირებაში რუსეთის ფედერაციასთან, იყოს მათი მმართველობის ქვეშ. ანუ, ბრძოლა წესების გარეშე ჰქვია ამას, როდესაც არანაირი ევროპული სტანდარტი არ არის გათვალისწინებული და ლაპარაკია იმაზე, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული როგორც საზარბაზნე ხორცი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. ამის პარალელურად, მთავრობა ავითარებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები