ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას დელეგაციას ეკონომიკური რეფორმები გააცნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი ბოტსვანას ვიცე-პრეზიდენტს ნდაბა ნკოსინატი გაოლატეს (Ndaba Nkosinathi Gaolathe) შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბოტსვანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

სტუმრებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოში მიმდინარე კაპიტალის ბაზრის რეფორმისა და ადგილობრივი მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეულია როგორც ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობით, ისე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე და ამავე უწყების ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები