ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ღარიბაშვილი ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.