“უკრაინა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 800 მილიარდ ევროს ითხოვს, სამხედრო ხარჯების გამოკლებით; ეს გზა ასუსტებს ევროპას, უნგრეთი კვლავაც პირველ ადგილზე დააყენებს საკუთარ ხალხს” – ვიქტორ ორბანი
„უკრაინა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 800 მილიარდ ევროს ითხოვს, სამხედრო ხარჯების გამოკლებით. ამრიგად, ბრიუსელელები მოითხოვენ, რომ უნგრეთმა გააუქმოს ოჯახების დახმარება, პენსიები, ენერგიის იაფი წყაროები, საავადმყოფოები და სამართლიანი გადასახადები, რათა ეს ფული უკრაინას გადაეცეს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წერს.
“ჩვენ უარს ვამბობთ! ეს გზა ასუსტებს ევროპას და ეკონომიკური კრახისკენ მიჰყავს. უნგრეთი კვლავაც საკუთარ ხალხს პირველ ადგილზე დააყენებს“, – აღნიშნავს ორბანი.