რუსუდან კოხოძე: თუკი მოქალაქე ფლობს ვადიან პირადობის მოწმობას და პასპორტს, არ არის ვალდებული, რომ ის ახალი დიზაინის დოკუმენტით ჩაანაცვლოს, მაგრამ თუ სურვილი აქვს, შეუძლია რომ მოგვმართოს

“ახალი პირადობის და პასპორტის ვიზუალი სრულად განახლებულია და კონცეფციაც არის უფრო მეტად გაჯერებული ეროვნული თემატიკით და ასახავს საქართველოს იდენტობას, მდიდარ კულტურას და ისტორიულ ძეგლებს”,- ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მოქალაქე ფლობს ვადიან პირადობის მოწმობას და პასპორტს, არ არის ვალდებული, რომ ის ახალი დიზაინის დოკუმენტით ჩაანაცვლოს, მაგრამ თუ სურვილი აქვს, შეუძლია რომ მიმართოს შესაბამის ორგანოს.

„მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. პასპორტების შემთხვევაში ოქტომბრიდან დავიწყეთ ახალი დოკუმენტის გაცემა და უკვე თითქმის 75 000 პასპორტია გაცემული, რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, დაახლოებით ორი კვირაა, რაც გაიცემა ეს დოკუმენტები და უკვე 15 000-მდე განაცხადია შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია, ჩვენი მოქალაქეები ამას ელოდებოდნენ“, – აღნიშნა რუსუდან კოხოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები