ირანში საპროტესტო აქციებს სატვირთო მანქანის მძღოლებიც შეუერთდნენ, რაც მსხვერპლით დასრულდა

ისპაჰანის ცენტრში გამართული გაფიცვების დროს, ირანის უსაფრთხოების ძალებმა, სულ მცირე, ორი სატვირთო მანქანის მძღოლი მოკლეს.

IranWire-ის წყაროების ცნობით, ისპაჰანში მძღოლები და ბაზრის მოვაჭრეები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს შეუერთდნენ. სროლის მიუხედავად, გაფიცვა გაგრძელდა, რასაც მსხვერპლი მოყვა.

როგორც მედია აღნიშნავს, მაჰმუდაბადის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქუჩა მსხვილი ეკონომიკური ცენტრია, სადაც განთავსებულია ტექნიკის საბითუმო სავაჭრო ცენტრები და სარემონტო სახელოსნოები.

უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის ადგილზე შეკრებილ გაფიცულ მუშებსა და ვაჭრებს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ირანში ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტის მეხუთე დღეს მოხდა. ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციების გამო გაითიშა. საპროტესტო აქციები დეკემბრის ბოლოს, ვალუტის მკვეთრი დევალვაციის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველი ჯგუფები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ ბოლო დღეებში უსაფრთხოების ძალებმა ასობით მომიტინგე მოკლეს, თუმცა, მედიის ცნობით, კომუნიკაციების შეფერხებების გამო, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადასტურება რთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები