ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

 

     პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის–„თბილისი 2015″ მზადების პროცესზე, გაწეული სამუშაოებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს. სხდომას თბილისის მერი დაესწრო, რომელმაც პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობაზე. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ოლიმპიური სოფლის წყალკანალიზაციის პრობლემის გადასაჭრელად და მისი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისივე განმარტებით, 7 მილიონი ლარი გამოიყოფა დიღომში მდებარე ოლიმპიური ობიექტების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015 წლის ივლისში უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები