აკაკი მინაშვილს მოსამართლეზე ზეწოლისთვის შესაძლოა კომპენსაციის გადახდა დაეკისროს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრს აკაკი მინაშვილს, შესაძლოა მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაცია დაეკისროს, თუ კი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი დეპუტატის მიერ მისთვის მიწერილი მოკლე ტექტური შეტყობინებას მისთვის ღირსებისა და პატივი შემლახველად ჩათვლის და ამის შესახებ სასამართლოს აცნობებს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას იურისტმა მერაბ ტურავამ განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს აკაკი მინაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირისების შეურაცხყოფის ბრალდებით.
ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და პიროვნების ღირსების შელახვა ერთმანეთთან კავშირშია.

„ადამიანს შეუძლია მისი პატივისა და ღირსების შელახავისთვის მიმართოს სასამართლოს მიმართოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, მათ შორის მოსამართლის ღისება დაცულია და ამას სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს. მას შეუძლია, სამოქალაქო სარჩელით მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურება კომპენსაციის სახით. გარდა ამისა, პროცესზე მოსამართლემ უნდა დაადგინოს მინაშვილის ქმედება იყო აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ მან გადააჭარბა ზღვარს და ამით პიროვნებას შეელახა პატივი და ღირსება“, – ამბობს ტურავა.
რაც შეეხება ინსტიტუციონალური რეპუტაციის შელახვას, მისივე განმარტებით, სასამართლო მოსარჩელე ვერ იქნება.
„სასამართლომ შეიძლება გააკეთოს მიმართვა, რომ დეპუტატი ასე არ უნდა იქცეოდეს. ინსტიტუცია ვერ გამოვა მოსარჩელედ. შეუძლია გამოვიდეს მოსამართლე“, – ამბობს იურისტი.
ტურავას განმარტებითვე, მორალური კომპენსაცია რამდენი იქნება არაპროგნოზირებადია და ის შესაძლოა სიმბოლური თანხით განისაზღვროს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს 22 ოქტომბერს შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მომხდარ ფაქტი დაგმო და სასამართლოს დისკრედიტაციად შეაფასა.
„პარლამენტის წევრი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც მოეთხოვება სამაგალითო ქცევა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა. სასამართლოსთვის კრიტიკა მისაღებია მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით. სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება”, – აცხადებდნენ საქალაქო სასამართლოში.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აკაკი მინაშვილმა დაადასტურა საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ბაჩო ახალაიას საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეტყობინება გაუგზავნა. მინაშვილი ტექსტური შეტყობინების შინაარსიც გაასაჯაროვა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს “მოსამართლე” ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ: ვისაც გინა ანახე ეს გზავნილი – მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ! ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!” – აცხადებდა აკაკი მინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები