„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სერიოზულ შეთავაზებას“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ღარიბაშვილმა აფხაზებს და ოსებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
“მნიშვნელოვანია, რომ ვიმყოფებით ლტოლვილთა ცენტრის შენობასთან. საქართველო ცდილობს, ხელი შეუწყოს და სხვადასხვა ქვეყნის ლტოლვილებს დაეხმაროს. ამავე დროს ვიხსენებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც საქართველოში მომხდარი კონფლიქტების შედეგად წარმოიშვნენ. მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სერიოზულ შეთავაზებას, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების მოგვარებისკენ და რომლის ფარგლებში შესაძლებელია ჟენევის ფორმატის გამოყენების მხარდაჭერა. ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგული და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
რასაკვირველია, თუ მოხდა საქართველოს მთავრობის მხრიდან სერიოზული შეთავაზების გაკეთება, ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო ფორმატით ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები