ალექსი პეტრიაშვილი ესტონეთის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

    მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.”
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2015 წელს ლატვიაში, რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინს. ესტონეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნულ სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას, ასევე, გამოითქვა მზაობა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების პროცესში გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
ესტონელმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ესტონეთის პარლამენტში უკვე მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
ესტონელმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ესტონეთის მიერ, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები