უშიშროების საბჭოს სხდომას ავლაბრის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება
ეროვნული უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. როგორც უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ, აღნიშნული პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.
“26 ოქტომბერს გაიმართა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება 28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში”, – აღნიშნეს უშიშროების საბჭოს აპარატში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციის ნაცვლად, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება