დავით შავლიაშვილი: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2,4 მილიარდი ლარი დაიხარჯა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2,4 მილიარდი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 600 კმ. გზის მონაკვეთს.
“აშენდა და რეაბილიტირებული იქნა ასამდე ხიდი. 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემებით აღჭურვა სრულდება. ევროსტანდარტებით მოწესრიგდა დაახლოებით 20 ნაგავსაყრელი, არც ერთი მათგანი არასდროს მოწესრიგებული არ ყოფილა. აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოცამდე კორპუსი აშენდა. ამ კორპუსებით 2000 ადამიანი ისარგებლებს”, – აღნიშნა შავლიაშვილმა სასტუმრო “რედისონში” პრემიერის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ.
სასტუმრო “რედისონში” პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის ორი წლის ანგარიშით წარდგა.