რატომ აღიქვამს დავით ბერძენიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მტრად და მეტოქედ

 

რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მტრად და მეტოქედ აღიქვამს, – ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ წერს. „ის, რომ დავით ბერძენიშვილი საჯაროდ დებს სასწორის ერთ პინაზე ღარიბაშვილს და მეორე მხრივ, რესპუბლიკელებს, ეს უმარტივესი ფსიქოლოგიური ტესტია და სხვა არაფერი, თუ არა ის, რომ რესპუბლიკელთა ლიდერი ღარიბაშვილს მტრად და მეტოქედ აღიქვამს! მეტიც დავით ბერძენიშვილმა ამ მტრობაში იმდენად შეტოპა, რომ აცხადებს ჩვენს წინააღმდეგ სტატიებს „სახელისუფლებო კულუარებიდან! უკვეთავდნენო! ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლებაში (იყვნენ და) დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც მათ ებრძვიან! და იმის მიუხედავად, დავით ბერძენიშვილი პირდაპირ ამბობს თუ არა, რესპუბლიკურ პარტიას პირადად ირაკლი ღარიბაშვილი ებრძვის, ცხადზე ცხადია – ბერძენიშვილი თითის სწორედ პრემიერისკენ იშვერს! მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დავით ბერძენიშვილი თავის ბოდვას გვირგვინად ადგამს: „როგორც ფინანსებოდნენ ესა თუ ის ჟურნალისტი და სტატია ყვითელ პრესაში ვანო მერაბიშვილის მიერ, ისევე გრძელდება იმავე სტრუქტურების მიერ დაფინანსებები“… ანუ დავით ბერძენიშვილმა „სამიზნე გაასწორა“! რესპუბლიკელთა ლიდერმა არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილთან გააიგივა ამჟამინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, არამედ იმითაც „შეამკო“, რომ, თურმე, სწორედ მისი უწყება აფინანსებს სტატიებს და ყიდულობს ჟურნალისტებს რესპუბლიკური პარტიის სალანძღავად! მოკლედ, რომ შევაჯამოთ, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ღიად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ალექსანდრე ჭიკაიძერს პოლიტიკურ კორუფციაში „ამხელს“! თავად „ოცნებაში“ გაანალიზონ, რატომ უნდა გადაჰყავდეთ ზურგით პოლიტიკურ მდინარეში მორიელი რესპუბლიკური პარტია, რომელიც, იმავდროულად, გესლავს და შხამავს მათ! ასეთ დროს, ცნობილი არაკის მიხედვით, კუც კი მიხვდა, რომ ცოტა ხნით მაინც უნდა ჩაყვინთოს და შხამ-გესლა მორიელი წყალს გაატანოს!“, – წერს „ასავალ-დასავალი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები