გიგა ბოკერია: ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული, რა პრობლემების წინაშეა საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა ბოკერია პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა აფხაზებს და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია შესთავაზა.
ბოკერიამ განაცხადა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები.
„რაღაც მოგონებები, საუბარი ავტონომიაზე. არანაირი ხედვა მომავალზე, არანაირი გაცნობიერება იმ გამოწვევების, რომელიც გვაქვს დღეს რუსეთის ფედერაციისგან, ისევ თითის გაშვერა წინა ხელისუფლებისკენ, გამეორება იმ დაბალანსებული ე.წ. პოლიტიკის, რომელიც არის პირფერობა უბრალოდ ოკუპანტთან და რომელმაც ზიანის გარდა არაფერი მოგვიტანა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის ივანიშვილის გუნდი, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული, რა პრობლემების წინაშეა საქართველო“, – აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები