კახა კალაძე: ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საბურთალოს გამგებლის მოადგილედ, ცოლის, ანა არეშიძის დეიდაშვილის დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
კალაძემ განაცხადა, რომ მეუღლის მხრიდან ბევრ ნათესავს არ იცნობს, თუმცა აღნიშნა, რომ თემას ბოლომდე შეისწავლის.
“იქნებ იმუშაოვოთ თქვენ და მომაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ჩემ ნათესავებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ და ალბათ, თქვენ გექნებათ მაგის საშუალება, იმუშაოთ და მომაწოდოთ მეტი ინფორმაცია, ვინ არის დასაქმებული, ჩემი ნათესავები იქნება ეს, პირადი, თუ მეუღლის ნათესავები და მე აუცილებლად ჩავწვდები ბოლომდე მაგ თემას”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია კალაძის ცოლის დეიდაშვილის, ლუკა კანკავას, საბურთლოას გამგებლის მოადგილედ დანიშვნის შესახებ, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გავრცელდა.