ზელენსკი: მსოფლიო ხედავს, როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს სამშვიდობო პროცესს

მსოფლიო ხედავს, თუ როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს პროცესს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი მხარეა, რომელსაც სურს ომის გაგრძელება და დიპლომატიის ჩამოშლა.

„მე ვესაუბრე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს. რომის პაპ ფრანცისკეს ვუსურვე სწრაფად გამოჯანმრთელება და მადლობა გადავუხადე ლოცვებისთვის და ჩვენი ხალხის მორალური მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული და დევნილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების ხელშეწყობისთვის. წმინდა საყდარმა მიიღო რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში მყოფი უკრაინელების სია. ჩვენ იმედი გვაქვს მათი გათავისუფლების მხარდაჭერაზე.

ტყვეთა გაცვლა და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა პირველი სწრაფი ნაბიჯებია, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააახლოონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. უკრაინა მზად არის, გადადგას ეს ნაბიჯები, რადგან უკრაინელ ხალხს მშვიდობა ყველაზე მეტად სურს. მსოფლიო ხედავს, თუ როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს პროცესს, რადგან რუსეთი ერთადერთი მხარეა, რომელსაც სურს ომის გაგრძელება და დიპლომატიის ჩამოშლა.

წმიდა საყდრის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის გზაზე. მადლობელი ვარ ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად მზაობისთვის.

გმადლობთ უკრაინისა და მშვიდობისთვის თქვენი ლოცვებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები