პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული მ.ე. და 1997 წელს დაბადებული რ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით,
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, ,„მდმა“, „კლეფედრონი“„მცენარე კანაფი“ და „გამომშრალ მარიხუანა“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები