რიმა ბერაძე – ევროპარლამენტარებზე: ისინი გვემუქრებიან, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, თუმცა ამის არანაირი შანსი არ არსებობს

“ისინი გვემუქრებიან, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, თუმცა ამის არანაირი შანსი არ არსებობს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის წამოყენებულ მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ამ დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობა არ აჰყვება.

„ისინი გვემუქრებიან, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, თუმცა, ამის არანაირი შანსი არ არსებობს. საქართველოს მოსახლეობაზე ზემოქმედება, ის მცდარი განცდები, რომლებიც ევრობიუროკრატებს გააჩნიათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როცა აშანტაჟებენ საქართველოს მოსახლეობას და ის დამოკიდებულება, როცა BBC აცხადებს ისეთ სიცრუეს, რომელიც არანაირ საფუძველზე არ არის დაყრდნობილი – მათ ამ დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობა არ აჰყვება“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები