მარიამ ლაშხი: საშემოდგომო სესია იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვას საკანონმდებლო ინსტიტუტმა ქვეყნის ინტერესები, როგორ უნდა იაროს მშვიდობის გზაზე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობა შეაფასა.
„საშემოდგომო სესია იყო კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვას მოახდინოს საკანონმდებლო ინსტიტუტმა ქვეყნის ინტერესები, როგორ უნდა იაროს მშვიდობის გზაზე და აღასრულოს ის პრიორიტეტი, რაც არის ქვეყნის განვითარება. გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების რეფორმას, რომელიც იყო უპრეცედენტო და ეპოქალური და რომელიც ძირეულად შეცვლის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება.