ზუკა რურუა: შემოგვემატა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია, რომელსაც ვფიქრობ, ამ საშემოდგომო სესიის პერიოდში თავისი მანდატი უნდა გამოეყენებინა რაღაც საფუძვლიანი კრიტიკისთვის და სიღრმისეული შეფასებებისთვის
“შემოგვემატა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია, რომელსაც ვფიქრობ, ამ საშემოდგომო სესიის პერიოდში თავისი მანდატი უნდა გამოეყენებინა რაღაც საფუძვლიანი კრიტიკისთვის და სიღრმისეული შეფასებებისთვის,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზუკა რურუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე საუბრისას განაცხადა.
ძალიან მნიშვნელოვანი საშემოდგომო სესია გვქონდა დახუნძლული ბევრი კანონპროექტით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. შემოგვემატა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია, რომელსაც, ვფიქრობ, ამ საშემოდგომო სესიის პერიოდში თავისი მანდატი უნდა გამოეყენებინა რაღაც საფუძვლიანი კრიტიკისთვის და სიღრმისეული შეფასებებისთვის და არა იმისთვის, რაც მათ აკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება.