იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროკავშირის საბჭოს ანგარიშს აფასებს.
„ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პირდაპირ გააუქმონ სუვერენიტეტი, ქვეყნის იდენტობა და მხოლოდ და მხოლოდ თავს მოხვეული დავალებებით, ფსევდო იდენტობებით მართონ ესა თუ ის ქვეყანა. ყოველთვის ვამხელთ დეზინფორმაციის გავრცელებაში იმ არარჩეულ ხალხს, რომელიც ახლა მართავს ევროპას და რომელსაც ცივილიზაციურ უფსკრულამდე მიჰყავს ევროპა, როგორც ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ.