თორნიკე ჭეიშვილი – პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე: არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამოქალაქეების მშვიდობიან გარემოში განვითარებას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი პარლამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობას აფასებს.

„არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს სახელმწიფო სუვერენიტეტი, კიდევ უფრო მეტი გარანტიები შეიქნას იმისთვის, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ მშვიდობიან გარემოში განვითარება, მეტი სტიმული მიეცეს ეკონომიკურ წინსვლას და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ იმ უმთავრეს ეროვნულ მიზნებს, რომლებიც დეკლარირებულია საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები