შალვა პაპუაშვილი: ხელწერა იგივეა, რაც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ვნახეთ – ისევ მოწამვლაზე საუბრობენ, ზუსტად იგივე ხაზია, იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს
ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც დაბრალება, აქაც მოწამვლა, ზუსტად იგივე ხაზი, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ზუსტად იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კოორდინირებული მოქმედებებისთვის იგივე სახეები გამოიყენეს.
„ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც დაბრალება, აქაც მოწამვლა, ზუსტად იგივე ხაზი, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ზუსტად იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს და კარგი მანიშნებელი და ინდიკატორი იყო ბროუდერი, ნავალნის ადვოკატი იყო თუ რაღაც ასეთი ისტორია აქვს, ადამიანი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა სააკაშვილთან დაკავშირებით, იქაც ტყუილებით, იქაც მოწამვლაზე საუბრობდა.
სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ გაქრა და ახლაც ისევ მოწამვლის თემებზე, ეს დეზინფორმაციის მუმია კიდევ ერთხელ წამოაყენეს. თქვა ერთი წინადადება და ისევ დაიკარგა ეს ადამიანი. ეს ხომ აჩვენებს, რომ ეს იყო კოორდინირებული მოქმედება პროპაგანდისტული ცრუ ნარატივების კოორდინირებული გავრცელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.