ირაკლი კირცხალია: ყველამ კარგად იცის, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი – ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი

ამ ადამიანების მიზანი და სურვილი არის ერთი, მაქსიმალურად შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მოდის უცხოური სპეცსამსახურებიდან და ჩვენ ამას ბოლო დღეებია, ბოლო წლებია ძალიან კარგად ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი.

„ამ ადამიანების მიზანი და სურვილი არის ერთი, მაქსიმალურად შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მოდის უცხოური სპეცსამსახურებიდან და ჩვენ ამას ბოლო დღეებია, ბოლო წლებია ძალიან კარგად ვხედავთ. იმ სცენარებს, თუ რომელ სცენარებსაც ასრულებენ აქ ესენი ყურმოჭრილად. არ აქვს მნიშვნელობა სახელ და გვარებს, არ აქვს მნიშვნელობა ე.წ. ვითომ პარტიებს, სხვადასხვა ფერისას და სხვადასხვა ნომრისას. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან აფილირებულ გამომცემლობებსა თუ ტელევიზიებს. მათ აქვთ ერთი, მათი ბედი არის აგენტის ბედი. მოვიდა დავალება, უნდა შეასრულონ ეს დავალება. არაერთხელ გვითქვამს, განვმეორდები და შევახსენებ საზოგადოებას, როდესაც ქვეყანა გადაწვეს და რეალურად ფიქრობს თავის რეალურ დამოუკიდებლობაზე, თავის სუვერენიტეტზე, თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ასეთი ტიპის ბრძოლები, ასეთი ტიპის კამპანიები, რომლებიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ეკონომიკას, ემსახურება ერთს, ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით მათმა პატრონებმა ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი. ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და ეს გადაწყვეტილებაა ერთი, რომ ჩვენ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი, ვიზრუნოთ ჩვენს სუვერენიტეტზე, ვიზრუნოთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს პოლიტიკა გვაძლევს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომელი ეკონომიკური შედეგებითაც და მონაცემებითაც დავიწყე მე დღეს ბრიფინგი.

ამას ვერ იტანენ და ამას ებრძვიან სხვადასხვა სახელით და გვარით, სხვადასხვა ორგანიზაციით, სხვადასხვა არასამთავრობოთი თუ ტელევიზიით. ეს არის მათი აგენტურა, რომელიც ასი პროცენტით არის გაშიფრული“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები