POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს
სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინას შორის შეფერხდა ერთი მთავარი საკითხის გამო – როგორ აიძულონ უკრაინა, დათმოს ის, რისი ხელში ჩაგდებაც კრემლმა ვერ შეძლო ომის დროს – დონბასის რეგიონი, – ამის შესახებ გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ტერიტორიების საკითხს ამერიკელები მარტივად უდგებიან: რუსეთი უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს, ამერიკელები კი სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ეს“, – განუცხადა POLITICO-ს მოლაპარაკებების პროცესში ჩახედულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
„ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს… ასე თუ ისე“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.
უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება არსებულ ხაზებზე ომის გაყინვას უნდა გულისხმობდეს. ამჟამად დონბასის დაახლოებით 30 პროცენტი კვლავ უკრაინის ხელშია.