სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბორჯომის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, წარმოება-დაწესებულებებს შორის ფრენბურთში გამართულ ტურნირს დაესწრო

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან ერთად, წარმოება-დაწესებულებებს შორის ფრენბურთში გამართულ ტურნირს დაესწრო.

ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

,,გამარჯვებული ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე N2 ბორჯომის ქარხნის გუნდი გავიდა. მესამე ადგილზე კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გუნდი გავიდა.

მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

სასპორტო სკოლის გუნდი – 1500 ლარი;

II ბორჯომის ქარხნის გუნდი – 1000 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გუნდი- 500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ წარმოება-დაწესებულებებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების და ახალგაზრდების წახალისებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები