მარიამ ლაშხი – BBC-ზე: პასუხი აუცილებლად უნდა აგოს, საერთაშორისო სასამართლოშიც მათ შორის
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი BBC-ის მასალას გამოეხმაურა.
„წარმოუდგენელ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტად წარმოუდგენელ მდგომარეობაში იყენებენ თავს.
კიდევ ერთი დიდი უბედურებაა BBC, რომელიც აქამდე სარგებლობდა რეპუტაციით. როდესაც არგუმენტზე, გამოკვლევებზე დაფუძნების გარეშე უშვებს ასეთ მავნე და დაგეგმილ შეტევას ქვეყნის წინააღმდეგ, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა აგოს, საერთაშორისო სასამართლოშიც მათ შორის. ვნახეთ, რომ მისი რეპუტაცია შერყეულია, თეთრი სახლის სიაში არასანდო მედიად არის წარმოდგენილი. ვხედავთ, რომ ამით ჭკუა ვერ ისწავლეს და გააგრძელეს და ეს ქმედებები გააგრძელეს”, – განაცხადა ლაშხმა.
ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.