თენგიზ შარმანაშვილი: გულდასაწყვეტია, რომ აბსურდულ თემატიკას ერთ დროს მსოფლიო მედიის დემოკრატიის კანონმდებელი BBC აჰყვა

“გულდასაწყვეტია, რომ ამ აბსურდულ თემატიკას ერთ დროს მსოფლიო მედიის დემოკრატიის კანონმდებელი BBC აჰყვა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე მომწამვლელი ნივთიერება არ გამოყენებულა, თორემ იმავე დღეს გადაიყვანდნენ სასწრაფოთი კლინიკებში უამრავ ადამიანს.

„2024 წლის აქციების დაშლა ცრემლსადენი გაზით შეადარეს 9 აპრილის ცნობილ აქციას, სადაც მსხვერპლიც იყო და ასობით ადამიანი მოიწამლა იმ სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღით, რომელიც მაშინ საბჭოთა არმიამ გამოიყენა. მყისიერად გადაიყვანეს ასობით ადამიანი საავადმყოფოებში მაშინ და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. მე თვითონ მონაწილე ვარ ამ აქციის და ვიცი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ახლა ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან ასეთი ტიპის მომწამვლელი ნივთიერება არ გამოყენებულა, თორემ იმავე დღეს გადაიყვანდნენ სასწრაფოთი კლინიკებში უამრავ ადამიანს.
ახლა ვუყურებთ იმ სამარცხვინო, ერთი წლის შემდეგ აღმოჩენილ ვითომ ავადმყოფებს, რომლებიც თავისი შინაური ფრინველების და ცხოველების დეგრადაციაზე საუბრობენ ერთი წლის შემდეგ. ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ამ აბსურდულ თემატიკას ერთ დროს მსოფლიო მედიის დემოკრატიის კანონმდებელი BBC აჰყვა და გახდა ორღობის დონის ინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC – იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები