კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო კვლევა უფულობის გამო არ ჩაუტარებია

პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომლის კვლევაც საფუძვლად დაედო BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ფილმს, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმ კონკრეტულ მიზეზზე, თუ რატომ ვერ ჩაატარა სამედიცინო კვლევა.

ჩახუნაშვილის განცხადებით, მას სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად და ნიმუშების ასაღებად ფული არ ჰქონდა.

„ზოგიერთი კვლევა იყო საერთოდ ინვაზიური, რომ სასუნთქი სისტემიდან შეიძლება აგეღო [ნიმუში], რომ მერე იქ რამდენად ჩაჯდა კრისტალები და დააზიანა ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ როდესაც გვეკითხებოდნენ ჩვენი კოლეგები ეს რატომ არ ქენით, ჩვენ ვეუბნებოდით რომ ფული არ გვქონდა“, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმიტომ ხომ ვერ ჩაატარეს კვლევა, რომ ის მოხალისეობრივი და ძვირი იყო, ჩახუნაშვილმა უპასუხა, რომ მას საერთოდ არ უფიქრია, რომ უსულო საგნებიდან შეეძლო ნიმუშის აღება.

„მე აქამდე საერთოდ არც მიფიქრია, რომ უსულო საგნებიდან უნდა ამეღო [ნიმუში]. დღეს დილით, რომ წავიკითხე ჩემს თავზეც გავბრაზდი, რომ არ მომაფიქრდა“, – განაცხადა ჩახუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები