ლაშა დარსალია ეუთო-ს მინისტერიალზე: საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც მინისტრთან ერთად ვენაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება, მედიასთან ვიზიტი შეაფასა.

„[ეუთო] ორგანიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის ორგანიზაცია, სადაც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხრიდან. გარდა მინისტერიალით გათვალისწინებული შეხვედრებისა, გაიმართა ორმხრივ ფორმატში შეხვედრები მთელ რიგ პარტნიორ ქვეყნებთან, სადაც უპირველესი თემა იყო უსაფრთხოების თემები, კონკრეტულად საქართველოს ოკუპაციის საკითხები“, – აღნიშნა დარსალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები