აშშ 30-ზე მეტი ქვეყნისთვის სამოგზაურო აკრძალვის გაფართოებას განიხილავს
შეერთებული შტატები სამოგზაურო აკრძალვის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს, რომელიც შესაძლოა 30-ზე მეტ ქვეყანაზე გავრცელდეს,- ამის შესახებ განცხადება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრისტი ნომემ გააკეთა.
ნომეს თქმით, საბოლოო სია კვლავ ფორმირების პროცესშია, თუმცა „საუბარია 30-ზე მეტ ქვეყანაზე, რომელთა მოგზაურობა შეიძლება დროებით შეიზღუდოს“.
გაფართოებული აკრძალვები მოჰყვა ვაშინგტონში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს, რომლის ერთ-ერთ ფიგურანტად დამნაშავე იმიგრანტი ფიგურირებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა „გაძლიერებული საზღვრის კონტროლისა და უსაფრთხოების ზომების საჭიროება“.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი ქვეყნები მოხვდებიან განახლებულ სიაში. ასევე დაუზუსტებელია, როდის შევა შეზღუდვები ძალაში და იქნება თუ არა აკრძალვა სრული თუ ნაწილობრივი.
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიმართულია იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც „ვერ აკმაყოფილებენ საჭირო უსაფრთხოების სტანდარტებს“ და ვერ უზრუნველყოფენ ინფორმაციის სათანადო გაცვლას ამერიკულ უწყებებთან.