ლევან მახაშვილი – ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: ჩვენი მიზანია ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობასთან ერთად ხელს უწყობს ასევე ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის გზას

“ჩვენი მიზანია ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობასთან ერთად ხელს უწყობს ასევე ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის გზას,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ჩვენი მიზანია ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობასთან ერთად ხელს უწყობს ასევე ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის გზას. ეს მეორე მხრივ აჩვენებს სიყალბეს, ფეიკ კამპანიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა, რომ თურმე საქართველო შორდება ევროპულ გზას. ეს იმ ბიუროკრატების სინდისზე იყოს, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ნარატივები გაატარონ. სინამდვილეში თავად ბრიუსელსაც კი უჭირს ხოლმე ამ სტატისტიკის დაფარვა, ან სხვა გვარი ინტერპრეტირება“, – აცხადებს მახაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ნოემბრის განახლებული ანგარიში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 2025 წელს 7,3% ი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები