ნინო წილოსანი – ევროკომისიის განახლებულ ანგარიშზე: ვხედავთ, რომ ყველა ის პრინციპი, რომელიც ევროკავშირში ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა მუშაობდეს და მათი მხრიდანვე არის დეკლარირებული, ახლა სრულად იგნორირებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ევროკომისიის განახლებულ ანგარიშს – „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა ერთ-ერთი ის საკითხია, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ და რომლითაც მიგვაჩნია, რომ მათ შორის ევროკავშირისთვისაც საინტერესო უნდა იყოს საქართველო. ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ ყველა ის პრინციპი, რომელიც ევროკავშირში ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა მუშაობდეს და მათი მხრიდანვე არის დეკლარირებული, ახლა სრულად იგნორირებულია და გარკვეულწილად რიგი ევრობიუროკრატების პოლიტიკურ პრეფერენციებზე თუ გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული“, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ნოემბრის განახლებული ანგარიში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 2025 წელს 7,3% ი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები