არჩილ გორდულაძე: საზღვარგარეთ აღარ გაიხსნება საარჩევნო უბნები

“საზღვარგარეთ აღარ გაიხსნება საარჩევნო უბნები, საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ პირები, 1 დღის განმავლობაში მაინც ნახონ, თუ რა პოლიტიკური მოცემულობა და ვითარებაა ქვეყანაში და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ,” – ამის შესახებ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ საზღვარგარეთ აღარ გაიხსნება საარჩევნო უბნები, ისევე როგორც არ იხსნება მუნიციპალური არჩევნების დროს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნის იურისდიქციაში არიან, სადაც გავლენა უცხო ქვეყნისა და უცხო ძალებისა არის განსაკუთრებულად მოჭარბებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ ამომრჩეველთა ნება და შესაბამისად საქართველოში [უნდა] ჩამოვიდნენ პირები, 1 დღის განმავლობაში მაინც ნახონ, თუ რა პოლიტიკური მოცემულობა და ვითარებაა ქვეყანაში და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ“, – აცხადებს გორდულაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტში „საარჩევნო კოდექსის“ საკომიტეტო განხილვა იწყება, რომლითაც შესაძლებელია ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, ასევე პროცედურების დაზუსტება. იცვლება, კანდიდატად რეგისტრაციის წესი – ნებისმიერ პარტიას მხოლოდ მისი წევრის წარდგენა შეეძლება. სიახლეა ისიც, რომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მისაცემად ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნება მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები