“ნაცმოძრაობის” მხრიდან ბოროტი საფუძვლებით იქნა აღდგენილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც გახდა წინაპირობა, რომ იქ არალეგიტიმური და უკანონო არჩევნები ჩატარებულიყო” – წილოსანი
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გამიზნულად და გარკვეული ბოროტი საფუძვლებით იქნა აღდგენილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც გახდა წინაპირობა, რომ იქ არალეგიტიმური და უკანონო არჩევნები ჩატარებულიყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, მოგვიანებით, 2008 წელს, “გარკვეულწილად დადებითი ფონი შეიქმნა რუსეთის ომისთვის”.
“აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაინიცირებული პროექტი იქნება წინაპირობა და სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაცია მოხდეს და არ მივყვებოდეთ იმ მავნებლურ ნარატივს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთის მხრივ სამხრეთ ოსეთის, ხოლო მეორე მხრივ კოდორის შემთხვევაში შემოგვთავაზა”, – თქვა წილოსანმა.
შეგახსენებთ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება.
პარლამენტის და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად ცხადდება შესაბამისი ორი კანონი.