გაერო-ს უშიშროების საბჭომ ტრამპის გეგმის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შესახებ ტრამპის გეგმის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტი ითვალისწინებს რეგიონში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალის განლაგებას და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებასა და ტერიტორიის ადმინისტრირებას.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 13 ქვეყანამ, რუსეთმა და ჩინეთმა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია ძალების ეტაპობრივი განთავსება, იარაღის კონტროლის მექანიზმების ამოქმედება და უსაფრთხო გარემოს შექმნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღსადგენად. თეთრი სახლი ნაბიჯს „გადამწყვეტ პროგრესად“ აფასებს, თუმცა ზოგი ქვეყანა პროცესის პოლიტიკურ შედეგებზე დამატებით გარანტიებს ითხოვს.

პალესტინური ჯგუფები რეზოლუციას სკეპტიკურად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა უნდა ემყარებოდეს ადგილობრივ წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციებს.

როგორც დონალდ ტრამპი წერს, შეიქმნება სამშვიდობო საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და რომელშიც მსოფლიოს “ყველაზე გავლენიანი და პატივცემული ლიდერები შევლენ”.

საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, მომდევნო ეტაპი მანდატის პრაქტიკული განხორციელების გეგმების შეთანხმებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები